საარჩევნო ანალიზი: ევროპელმა მწვანეებმა ახალგაზრდა ამომრჩევლების გული მოიგეს
პლატფორმა Europe Elects ევროპაში ჩატარებული მასობრივი გამოკითხვის შედეგებს რეგულარულად აკვირდება. ეროვნულ დონეზე ჩატარებული წარმომადგენლობითი კვლევების მონაცემების გამოყენებით პლატფორმა ცდილობს განსაზღვროს თუ როგორ გადანაწილდება ევროპარლამენტში მანდატები მომავალ წელს გასამართი არჩევნების შედეგად. ნოა უითლი, რომელიც Europe Elects-ის დანიისა და გაერთიანებული სამეფოს მიმართულებას ხელმძღვანელობს, მოსახლეობის გამოკითხვის უახლეს შედეგებს მიმოიხილავს.